Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/hecge/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/hecge/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/hecge/public_html/index.php on line 22
ზღვის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ანაკლიაში - ჰიდროსაინჟინრო კომპანია

ზღვის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ანაკლიაში

ზღვის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ანაკლიაში

ზღვის ნაპირდამცავი კონსტუქციის სამშენებლო სამმუშაოები ანაკლიაში - სტატუსი მიმდინარე

წლების მანძილზე ანაკლიის სანაპირო ზოლი განიცდის მუდმივ ჩამოშლას და ხმელეთის დიდი ნაწილი იფარება წყლით, ანაკლიის სანაპირო ძირითადად დაბინძურებულია და არ შეესაბამება საზღვაო-საკურორტო ზონის სტანდარტებს, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის ინიციატივით დამუშავდა ანაკლიის ზღვის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობისა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის, ასევე ენგურის შესართავთან ნაპირდაამცავი ნაგებობის მშენებლობის პროექტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სს „ჰიდროსაინჟინრო კომპანია“-მ დაიწყო ანაკლიის ზღვის ნაპირდამცავი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების წარმოება, პროექტი ფარგლებში კომპანია ამზადებს ნაპირდამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის საჭირო 5 და 10 ტონიან ბეტონის ნაკეთობებს (ტეტრაპოდებს), მათთვის სპეციალურად (სპეციალური ფორმით) მომზადებული ყალიბების მეშვეობით, დამზადებული ტეტრაპოდებით პროექტის შესაბამისად განხორციელდება ზღვაში ნაპირიდან საშუალოდ 200-300 მეტრის მანძილზე, სანაპირო ზოლის მთელ სიგრძეზე ზღვის თალღმტეხების მოწყობის სამუშაოები, ასევე ფლეთილი ქვისა და ტეტრაპოდების მეშვეობით ჩატარდება მდ. ენგურის შესართავისა და კალაპოტის (რომელიც სპეციალურად გაიწმინდება მიწახაპიას მეშვეობით) გამაგრების სამუშაოები, აღნიშნული ტალღმტეხებისა და ნაპირსამაგრი კონსტრუქციის მშენებლობის შემდგომ განხორციელდება სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები, გასუფთავდება და ზოლიდან მოიხსნება უარგისი ქანები და განხორციელდება სანაპირო ზოლის (პლაჟის) პროექტით გათვალისწინებული გრუნტით (სპეციალური ქვიშით) მოწყობის სამუშაოები.

ანაკლია 1
ანაკლია 2
ანაკლია 3
ანაკლია 4
ანაკლია 5
ანაკლია 6
ანაკლია 7
ანაკლია 8