Deprecated: mysql_pconnect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/hecge/public_html/_manager/bootstrap.php on line 69

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/hecge/public_html/_manager/bootstrap.php:69) in /home/hecge/public_html/index.php on line 22
ჩვენს შესახებ - ჰიდროსაინჟინრო კომპანია

ჩვენს შესახებ

სააქციო საზოგადოება (სს) - ჰიდრო საინჟინრო კომპანია ( შემოკლებით ჰსკ ) დაარსდა 2008 წლის იანვარში საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ჰიდროსაინჟინრო და სამოქალაქო მომსახურების მხარდასაჭერად.

კომპანიის ძირითადი განაკვეთი არის მომუშავე პერსონალის წლების გამოცდილება, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების, საავტომობილო გზების, საინჟინრო ნაგებობების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, სატრანსპორტო გვირაბების, გაზისა და ნავთობის მაგისტრალური მილსადენების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაში.

კომპანიის ძირითადი მიმართულებები არის მშენებლობა და დიზაინი :

  • ახალი და არსებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და რეაბილიტაცია
  • ჰიდროსაინჟინრო მშენებლობა
  • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა
  • გზების / გზატკეცილების საინჟინრო ნაგებობების, ესტაკადების, ხიდების მშენებლობა
  • გაზსადენისა და ნავთობსადენის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • საინჟინრო კონსტრუქციები


ჰიდროსაინჟინრო კომპანია გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო კომპანიებთან და განახორციელოს აღნიშნული პროექტები.

გარდა ამისა, ჰიდრო საინჟინრო კომპანია აშენებს სარწყავ და წყლის არხებს, მიმოსვლის გზებს, საგზაო გვირაბებს, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებს, გაზსადენის / ნავთობსადენის მილებს, ესტაკადებს, ხიდებს, სამოქალაქო, სამრეწველო და საზოგადოებრივ შენობებს.